არეულობისა თუ დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი -წილოსანი

პარტია „ქართული ოცნების” წევრის ნინო წილოსანის განცხადებით, არეულობის თუ დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი.

მან ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებები შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი წარმატებით დასრულდება.

“ევროკავშირისკენ მიმავალი გზა აუცილებლად გადის ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან კონსტრუქციულ რეჟიმში თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს ოპოზიციის თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების პოზიტიურ როლს, აუცილებლად გადის თუნდაც იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ჩვენთვის უპირატესია და რომლის შესრულების გზებიც უკვე დავსახეთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად გადის მშვიდობიან პოლიტიკურ გარემოზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა არეულობის თუ დესტრუქციის ფორმატი ნამდვილად ვერ იქნება დასავლურ გზაზე წარმატების მომტანი.

რაც შეეხება საქართველოს მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, ამის თაობაზე თავად ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც ისაუბრეს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა და გარკვეულწილად იხელმძღვანელეს იმ გარემოებებით, რომელიც უკრაინასა და მოლდოვაში არის, ვგულისხმობ საომარ სიტუაციას თუ ომის საშიშროებას, ამ კუთხით გულდასაწყვეტი იყო გადაწყვეტილება, რომ 6 თვით გადავადებულიყო კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა იმედი გვაქვს, როგორც აქამდე, ჩვენი ძალისხმევა ასოცირებულ წევრობასთან, ვიზალიბერალიზაციასთან თუ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა, ამ შემთხვევაშიც ის ზომები, რომელიც დავსახეთ და რომელშიც იმედი გვაქვს, ოპოზიცია აუცილებლად შემოგვიერთდება, ყოველ შემთხვევაში, მათი ყველაზე კონსტრუქციული ნაწილი მაინც, ნამდვილად წარმატებით დასრულდება“,-განაცხადა წილოსანმა.

banner
წინა სტატიაშიდავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? მკვდარი მკვდარს აეკიდაო – ბარამიძე
შემდეგი სტატიამედიის ინფორმაციით, გერმანია ევროკავშირისგან უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ბლოკავს