არეულობა ვისკონსინის შტატში

სამართალდამცველის მიერ ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობას ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში მასშტაბური არეულობა მოჰყვა.

დემონსტრანტებმა ავტოგასამართ სადგურს, ბანკსა და ორ მაღაზიას ცეცხლი წაუკიდეს. კიდევ ერთი მაღაზია გაძარცვეს. თვითმხილველთა ცნობით, შემთხვევის ადგილზე სროლის ხმა ისმოდა.

მედიის ინფორმაციით, არეულობის დროს დაშავდა ერთი პოლიციელი.

23 წლის მამაკაცს პოლიციამ მას შემდეგ ესროლა, რაც ეჭვმიტანილმა მანქანის გაჩერების შემდეგ ადგილიდან მიმალვა სცადა. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა შეიარაღებული იყო.

მომხდარის შემდეგ ქალაქის ქუჩებში დემონსტრანტები გამოვიდნენ.

banner
წინა სტატიაშისუს-ში სოფელ რუხთან საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივმა მაუწყებელმა “ცენტრისტების” პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება შეაჩერა