არესტოვიჩი – უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა, რუსეთის არმია გენოციდით არის დაკავებული

უკრაინაში ახლა კიდევ ოთხი ბუჩაა, რუსეთის არმია უკრაინაში გენოციდით არის დაკავებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, ისრაელის მედიაკომპანია „ჩენელ 9“-სთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

არესტოვიჩის თქმით, ბუჩას მსგავსი სისასტიკე ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე ხდება.

„ჯერჯერობით საკითხი უკრაინელი ხალხის გადარჩენაზეა, რადგან რუსული არმია აქ წმინდა გენოციდს ეწევა. სხვათა შორის, გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო ამ საქმეს სწორედ რუსეთის გენოციდად განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ – ასე ჰქვია საქმეს და არა სხვანაირად. მასობრივი გაუპატიურებები, ბავშვების, მოხუცების მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯა და ა.შ. ჯერ რომელ „ძმობაზე“ შეიძლება, ვისაუბროთ? თუნდაც ურთიერთობების აღდგენა მოხდეს – ბოლოს და ბოლოს, მეზობლები ვართ – ეს ძალიან შორეული ამბავია. ახლა კი ჩვენი ამოცანაა გადარჩენა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
შემდეგი სტატიაზელენსკი – გვეამაყება ჩვენი წინაპრების, რომლებმაც ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებთან ერთად, ნაციზმი დაამარცხეს, ამ გამარჯვების მიტაცების უფლებას არავის მივცემთ