არესტოვიჩი – უკრაინას შეუძლია, დაიკავოს დნესტრისპირეთი, თუ მოლდოვიდან შესაბამისი მიმართვა იქნება

უკრაინას შეუძლია, დაიკავოს დნესტრისპირეთი, თუ მოლდოვიდან შესაბამისი მიმართვა იქნება, – „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინას დნესტრისპირეთის დაკავება, არესტოვიჩმა განაცხადა:

„როგორმე მოვახერხებდით, თუმცა ეს სუვერენული მოდლოვის ტერიტორიაა, ჩვენ მსგავს რამეზე განცხადების გაკეთების უფლებაც კი არ გვაქვს. მხოლოდ მოლდოვური მხარის მიმართვის შემთხვევაში“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა კითხვის საპასუხოდ.

არსეტოვიჩი დნესტრისპირეთში ვითარების გამწვავებას რუსეთის პროვოკაციად მიიჩნევს და ამბობს, რომ მოლდოვა შეიძლება, რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს.

„მოლდოვას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან დიდი პრობლემები. მგონია, რომ ყველაზე კარგი, რაც მოლდოვას ამ შემთხვევაში შეუძლია, გააკეთოს ისაა, რომ მიმართოს დახმარებისთვის უკრაინას და რუმინეთს“, – ალექსეი არესტოვიჩი.

წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ხერსონში „რეფერენდუმისა“ და ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ხმოვან-მანათობელი ყუმბარებით დაარბიეს
შემდეგი სტატიავაკე-საბურთალოს გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა