არესტოვიჩი – საბჭოთა კავშირი კარგი იყო, ყველგან ვლაპარაკობ, ვფიქრობ, ცხოვრების ამ წესზე უკეთესი არ არსებობს

საბჭოთა არმიის ყოველი მეორე ოფიცერი უკრაინელი იყო, რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე, მხოლოდ ერთი, საქართველოს წინააღმდეგ და მაშინაც ბოლომდე ვერ მოიგო, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ დიმიტრი ბიკოვთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „საბჭოთა კავშირი ნახევრად უკრაინა იყო“.

„არავითარი ახალი იმპერიის, არავითარი მცდელობა საბჭოთა კავშირის აშენების. კრემლში იდიოტები ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირს აშენებენ, უკრაინის გარეშე. ეს არა მხოლოდ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა, ეს ყველასთვის გასაგებია. საბჭოთა არმიის ყოველი მეორე ოფიცერი უკრაინელი იყო. რუსეთს არ მოუგია არც ერთი ომი უკრაინელების გარეშე. მხოლოდ ერთი – საქართველოს წინააღმდეგ და მაშინაც ბოლომდე ვერ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

კითხვაზე, იყო თუ არა საბჭოთა კავშირი კარგი, არსეტოვიჩმა უპასუხა:

„დიახ, კარგი იყო. ყველგან ვლაპარაკობ. მე ფსიქოტიპით საბჭოთა სკოლელი ვარ და არც მიცდია და არც ვაპირებ შეცვლას. ვფიქრობ, ცხოვრების ამ წესზე უკეთესი არ არსებობს. იცით, ვინ არის საბჭოთა კავშირის სერიოზული მოშურნე და მადიდებელი თაყვანისმცემელი? პაპი რატცინგერი, კარდინალი. ის ე.წ. ტოტალიტარული რეჟიმების სპეციალისტია. მან ღრმად შეისწავლა კომუნიზმი და თქვა, რომ საბჭოთა კავშირი არის საუკეთესო რამ, რაც კაცობრიობას შეეძლო, გამოეგონებინა. ეს თითქმის პირდაპირი ციტატაა. ერთადერთი, რაც მან თქვა, რომ მას აქვს ნაკლი“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

წინა სტატიაშიდონეცკში, კორპუსზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიახვიჩია – მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები” და „არ მცალიას” არ ველოდები