არესტოვიჩი: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აქვს კიბო და “სხვა მრავალი დაავადება”

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აქვს კიბო და “სხვა მრავალი დაავადება”.

ამის შესახებ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა

მან განმარტა, რომ კრემლის დიქტატორის დაავადებების შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს იცოდა. არესტოვიჩის თქმით, მოსკოვის ექიმებს შეუძლიათ რუსეთის პრეზიდენტის სიცოცხლე გარკვეული დროით გაუხანგრძლივონ.

”მე ვფიქრობ, რომ რუსეთის ფედერაციას, ისევე როგორც სსრკ-ს, არ აქვს გამოცდილება და არ აქვს პროტოკოლის ინსტიტუტები, რომლებიც საშუალებას მისცემენ უმტკივნეულოდ გაიარონ ლიდერის სიკვდილი,” – თვლის არესტოვიჩი.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” პრობიძინურია – გახარია (video)
შემდეგი სტატიაბორელი: „რელიგიური ლიდერები არ უნდა იყვნენ დაცული პუტინის ომის მხარდაჭერის პასუხისმგებლობისგან“