არდა თურანის ქორწინება, ერდოღანი და გადადებული ქორწილი

ესპანური ,,ბარსოლონადან,, სტამბულის ,,მედიპოლ ბაშაკშეჰირში,, გადასული თურქეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი – არდა თურანი დაქორწინდა.

ქორწინების ცერემონია, რომელიც თურქეთში ქორწილის წინმსწრები, დაოჯახებული წყვილის ოფიციალური ხელმოწერის აქტია, ვიწრო, ოჯახურ გარემოში ჩატარდა, თუმცა მას, შეუღლებულთა უახლოესი ნათესავების გარდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანიც დაესწრო. როგორც თურქული მედია წერს, ერდოღანი ცერემონიაზე, რომელიც სტამბულის ბეიქოზ ჩუბუქლუს რაიონში ჩატარდა, სამოქალაქო ავტომობილით, მეუღლე ემინესთან ერთად მივიდა და დაქორწინებულებს მიულოცა.

მილოცვის შემდეგ კი, დაქორწინებულებთან და მათი ოჯახის წევრებთანაც სამახსოვრო ფოტო გადაიღო. რაც შეეხება ქორწილს, როგორც არდა თურანი აცხადებს, საქორწილო მხიარულებამ შეიძლება დიდი ხნით გადაიწიოს და ამის მიზეზი, თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული საბრძოლო ოპერაციაა.

,,ქვეყანა და ჩვენი ჯარი, ამჯამად დიდი ბრძოლის ველზეა. ომის დროს ქორწილი შეუძლებელია. ამ დგომარეობაში გართობა არ გამოგვივა,, აცხადებს არდა თურანი.

banner
წინა სტატიაშისურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული ვითარება ადამიანის ღირსების შემლახავია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანს ეწვევა