გიორგი კვირიკაშვილი:არჩვენების საკთხზე გაიმართა კონსულტაციები პრეზიდენტთან

giorgi_kvirikashvili_60211„არჩვენების საკთხზე გაიმართა კონსულტაციები პრეზიდენტთან. არავისთვის არ იქნება ცუდი, დაიგეგმოს ცინასწარი აქტივობები დღეიდან მოუოლებული და წინასწარ ვიცოდეთ, როდის იქნება არჩევნები. ამაში კარგის მეტი არაფერია. მივიგეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომებრს. არჩვენების თარიღი არ შეიცვლება“,-აღიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე .მისივე განცხადებით არჩევნების თარიღი არ შეიცვლება.

„მე მგონი არავისთვის არ უნდა იწვვევდეს კითხვის ნიშნს რატომ 8 ოქტომბერი, ამაზეც ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტურები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ორი განკარგულება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ კონტრასიგნაციისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს 6 აპრილს გადაეგზავნა.

banner
წინა სტატიაშიინგლისში მოზარდებს მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილი:მე დამნაშავე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ!