არჩილი ტატუნაშვილი არის მსხვერპლიც და გმირიც, მსხვერპლი არის საოკუპაციო რეჟიმის

არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. მის ხსოვნას დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა. ტატუნაშვილის საფლავზე იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. ციხელაშვილი აცხადებს, რომ მოსწონს ვინმეს, თუ არა, დამნაშავეების დასჯის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება.

“არჩილი არის მსხვერპლიც და გმირიც. ის მსხვერპლი არის იმ საოკუპაციო რეჟიმის, რომელიც უკვე ასე ღიად 10 წელია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტზე ასე დაუდევრად არღვევს ადამიანის უფლებებს, სიცოცხლის უფლების ჩათვლით, საუბედუროდ. ხოლო, დამნაშავეები ჯერჯერობით ისევ დაუსჯელები დადიან. და გმირია, იმიტომ, რომ, რომ მან აჩვენა გმირობის მაგალითი და მან საკუთარ სამშობლოს შესწირა თავი გაუტეხლად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, ერთის მხრივ, დაისაჯონ დამნაშავეები და ეს საკითხი დღის წესრიგიდან, მიუხედავად იმისა, მოსწონს ვინმეს, თუ არ მოსწონს, არ მოიხსნება, იმიტომ, რომ ადრე, თუ გვიან სამართალი უნდა აღსრულდეს და თქვენ იცით, რომ სახელმწიფო ძალიან ბევრ ინსტრუმენტს იყენებს, იმ ინსტრუმენტებს, რაც არის მის ხელთ, მათ შორის, სამართლებრივს, პარლამენტის მიერ დადგენილ სიას და რა თქმა უნდა, ყველა მოლაპარაკების ფორმატს,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს, მაგრამ სულით ვერ გატეხეს, ქართული სახელმწიფო მისნაირ გმირებზე დგას
შემდეგი სტატიაპოლიციამ ძველ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავა