არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან ახალი მოწვევის პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა ძირითათად დაეთმო საორგანიზაციო საკითხების განხილვას, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის საქმიანობას უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლემა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად , გუნდის პრაქტიკულად ყველა წევრი მონაწილეობდა.

„განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უკავშირდება საპარლამენტო საქმიანობის ინიცირებას, შემდგომი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განხილვას და განხორციელებას“,-აღნშნა თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტის განხილვის შედეგებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაკეთდება კომენტარები.

„ამაზე ვგეგმავთ ძალიან სერიოზულ მუშაობას, ვიდრე მოხდება პროექტის განხილვა პარლამენტში“,-განმარტა თალაკვაძემ.

რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს პარლამენტსა და მთავრობაში, თალაკვაძის ინფორმაციით, ამაზე დღეს მსჯელობა არ ყოფილა.

როგორც ცნობილია, „ქართულ ოცნებაში“ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, ვინ დაიკავებს სპორტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტბის თავმჯდომარეების თანამდებობას.

„მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ამომწურავ კომენტარს. კონკრეტულ გვარებს მე ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“,-აღნიშნა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: რომელ თანამდებობაზე ვიქნები მთავრობაში, ამას პრემიერი განსაზღვრავს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: დავიცვათ ეტიკეტი და სამთავრობო ცვლილებებზე პირველი სიტყვა დავუთმოთ პრემიერს