არჩილ თალაკვაძის განცხადების შემდეგ შესაძლოა ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ – კალანდაძე

“ენმ”-ში არ გამორიცხავენ, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადების შემდეგ ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენონ. განცხადება ნინო კალანდაძემ გააკეთა . მისი თქმით, ხელისუფლება ღიად არის გადასული ბიძინა ივანიშვილის ”ბოლო დავალებების” შესრულებაზე და ეს დავალება გამოიხატება ”რუსთავი 2”-ის განეიტრალებაში. ნინო კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ გვარამიას ბრალი წარუდგინონ.

”ხელისუფლება ღიად არის გადასული ბიძინა ივანიშვილის ბოლო დავალებების შესრულებაზე. ეს დავალება თავიდანვე იყო ”რუსთავი 2”-ის განეიტრალება. ამ მიზანს ემსახურებოდა ნიკა გვარამიას პირველი დაკავება. უბრალოდ, მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამჟამად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაზე მიიტანოს იერიში და დაიქვემდებაროს ყველაფერი, მათ შორის დამოუკიდებელი მედია და სასამართლო, თუმცა მას ეს არ გამოუვა.
შესაძლოა, მას ბრალი წარუდგინონ, რადგანაც გამწვავებული ფონია, როდესაც ბევრი მიმდინარე პოლიტიკური პროცესის გადაფარვის მცდელობაა, ეს გამორიცხული არ არის”, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე : “ხელისუფლება ნიკა გვარამიას დაკავებას გეგმავს”
შემდეგი სტატიავაგზლის მოედანზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დაკავებულია არასრულწლოვანი