არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებსა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართავს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

„ჩვენი პოლიტიკური პირობა იყო საზოგადოების მიმართ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროებით საგამოძიებო კომისიას შევქმნიდით. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ოპოზიციისთვის, როგორც პარლამენტში უკვე შემოსული ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე იმ ოპოზიციისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩართული საპარლამენტო პროცესში, კარი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობისთვის რჩება ღია. ჩვენ ასევე მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვისაც უშუალო კომპეტენცია გააჩნია არჩევნების სფეროში, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ კომისიის მუშაობაში, ისე, როგორც ამას რეგლამენტი უშვებს. მოდით, ყველამ ერთად გადავამოწმოთ ის კითხვები და პრეტენზიები, რაც ოპოზიციას ჰქონდა არჩევნებთან მიმართებაში, ვინაიდან საერთაშორისო დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით შესაბამისად.

ყველას ინტერესებში შედის, რომ ერთად – მმართველმა გუნდმა, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ გადავამოწმოთ, იყო თუ არ იყო რეალურად ის ხარვეზები, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა და რის საფუძველზეც რიგგარეშე არჩევნებს ასე პრინციპულად ითხოვდა წინა თვეებში.

თუმცა დღეს, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან. ამავე დროს. განუზომელი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საბოლოო ჯამში, ერთობლივ ფორმატში დავადგინოთ სიმართლე და გადავამოწმოთ ყველა ის პრეტენზია, რაც ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩევნებთან მიმართებაში“, – განაცხადა არჩილ თალავაძემ.

banner
წინა სტატიაშიგურამ მაჭარაშვილი – პოლიტიკური სპეკულაციები, ბულინგი არის მელიასა და მისი მხარდამჭერების მხრიდან
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – არც მელია და არც დანარჩენი ოპოზიცია არ მაინტერესებს