არჩილ თალაკვაძე: დეკლარაციის ჩავარდნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს

„დეკლარაციის ჩავარდნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს – ეს ერთი და მეორე – დეკლარაციის ჩავარდნაში კრიტიკული როლი შეასრულა სწორედ ოპოზიციამ და მისმა პარტნიორმა „ევროპის სახალხო პარტიამ“, რომელიც 2012 წელსაც ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი პარტია იყო – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, დეკლარაციის ჩავარდნის საკითხის შეფასებისას განაცხადა.

„EPP-ის წევრმა ევროპარლამენტარებმა რომ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირეს და ოპოზიციის მიერ მიწოდებული ან მათთან შეთანხმებული შენიშვნების ჩაწერა რომ უნდოდათ საქართველოს შესაფასებელ დეკლარაციაში, აი ეს ჩავარდა. აქ ტოლობის ნიშანს ნუ დასვამთ EPP-ის წევრების განცხადებებსა და შეფასებებს და მთლიანად ევროპული ინსტიტუტების დამოკიდებულებას შორის“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: აშშ და „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს დიალოგს, ხოლო ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი ამბობს, რომ გადის დიალოგიდან
შემდეგი სტატიასაქართველოს ვერავინ ვერ ეტყვის, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში