არჩილ თალაკვაძე – ვგეგმავთ, კონსულტაციებით მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნების დროს დაიცავს მოქალაქეებს კოვიდინფექციისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა საპარლამენტო არჩევნების დროს კორონავირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების წესებზე.

„ამასთან დაკავშირებით ვგეგმავთ, რომ კონსულტაციები გავმართოთ ასევე მხარეებთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან და საბოლოოდ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს კოვიდინფექციის გავრცელებისგან არჩევნების დროს და ასევე, რასაკვირველია, უზრუნველყოფს მათი საარჩევნო უფლებების სრულ რეალიზებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი – არჩევნების კონტექსტში საჭიროა ჯანდაცვის სიტუაციის გათვალისწინება
შემდეგი სტატია“ოპოზიცია რაც მეტად გაერთიანდება საარჩევნო სიების, თუ მაჟორიტარების კუთხით, უფრო მარტივად მოვიგებთ არჩევნებს პირველივე ტურში”