არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანაზე შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარებულია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანასთან დაკვშირებით, თავის დროზე შიდა სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

“დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თავის დროზე ჩატარდა შიდასამსახურებრივი მოკვლევა, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მაშინდელი საინფორმაციო გამოშებები და ნახავთ, რომ თავის დროზე ჩატარდა ამაზე შესაბამისი შემოწმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და ხედავთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყო გამოძიება ამ გადაწყვეტილების კვალად. დაველოდოთ გამოძიების პროცესებს. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ეს დასკვნა და თავად გაეცნოთ, თუ რა ტიპის შეფასებები ოყო გაკეთებული თავის დროზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები დარიალის ხეობაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს