არჩილ თალაკვაძე – თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია

თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, არჩევნებს ჩრდილი მიადგეს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს საქართველოში. ამ შემთხვევაში, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი განგებ აკეთებს განცხადებებს, რომ შექმნას განწყობა, თითქოს, ხელისუფლებას არ უნდა დამკვირვებლები. პირიქით, ძველ ოპოზიციას არ უნდა ბევრი დამკვირვებლის ჩამოსვლა. საერთოდ, მათი დღის წესრიგი არაა არჩევნები და მშვიდი საარჩევნო პროცესი. ისინი დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩეოდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა ის ხალხი საპარლამენტო დარბაზებში რას სჩადიოდა, ასევე ქუჩაში, სადაც დემოკრატიული და მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, მათ ყველაფერი გააკეთეს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის განხოროცელებისთვის. თუ ვინმეს ინტერესებში არ შედის დამკვირვებლები, ეს არის ძველი ოპოზიცია და დესტრუქციული ნაწილი, რომელიც დღესაც ცდილობს, რომ არჩევნებს ჩრდილი მიადგეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ადგილობრივ ბაზარზე კომპანია “Georgia`s Natural”-ის ბრენდი გამოჩნდა