არჩილ თალაკვაძე: თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი,სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი შტაბის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგინა. როგორც მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბის ოფიციალურგახსნაზე განაცხადა, არჩილ თალაკვაძე შტაბის საიმედოხელმძღვანელი იქნება.

„არჩილ თალაკვაძე კარგი მეგობარი და თანაგუნდელია, კარგი მენეჯერული თვისებებით. ამ არჩევნებზე ჩემთვის მნიშვნელოვანიიყო გვერდით მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც არამარტო პოლიტიკური ხედვები და მომავლის გეგმები მაერთიანებდა, არამედ პასუხისმგებლობა, ქვეყნის სიყვარული და დაგეგმილისგან ხორციელების სურვილი. ჩემი შტაბი საიმედი ადამიანის ხელშია.ჩვენი მიზანი საერთოა – თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და რაცმთავარი და მნიშვნელოვანია, ის აუცილებლად იქნება სიცოცხლითსავსე ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბისხელმძღვანელმა გამოცხადებული ნდობისთვის კახა კალაძესა დამმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა. „მზად ვარ მივიღო და შევასრულო ეს მნიშვნელოვანი ამოცანა.საარჩევნო შტაბი საუკეთესო ფორმაშია. ჩვენს კამპანიაში ყველასფეროდან საუკეთესო პროფესიონალები არიან ჩართული.თბილისში კიდევ ათი შტაბი უკვე სამუშაო რეჟიმშია. ამ ოფისის კარიკი, თითოეული ადამიანისთვის, მათი პრობლემებისა და იდეებისთვის ღია იქნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, კახა კალაძე უახლოეს დღეებში, თბილისის განვითარების სამომავლო ხედვასა და პროგრამებს თემატურად წარადგენს. „ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ 21 ოქტომბერს, არამედ ყოველდღე არჩევნების შემდეგ, როდესაც ქალაქის ეკონომიკა,
სიმწვანე, ურბანული განვითარება და სოციალური პოლიტიკა ახალიენერგიით შეივსება. თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი,სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება“, – განაცხადა არჩილთალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში,,ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს”
შემდეგი სტატიადეზორიენტაცია ხელისუფლებაში: დოლიძე – აბაშიძის წინააღმდეგ