არჩილ თალაკვაძე: “თავისუფალი ზონის” განცხადებას სამართალდამცავების რეაგირება მოჰყვება

news
ავტ.: news სექტემბერი 26, 2016 16:29

არჩილ თალაკვაძე: “თავისუფალი ზონის” განცხადებას სამართალდამცავების რეაგირება მოჰყვება

არჩილ თალაკვაძე “თავისუფალი ზონის” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ორგანიზაციის გამოყენებას დესტაბილიზაციის მოსაწყობად გეგმავდა.

ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავები აუცილებლად დაინტერესდებიან აღნიშნული საკითხით.

“საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას პოზიტიურად აფასებს აშშ-ს ელჩი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ეუთო, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო დემოკრატიული ყოფილიყო და თანაბარ გარემოში წარმართულიყო. რაც შეხება ამ განცხადებას, მოგეხსენებათ, თავადაც ვმუშაობდი შსს-ში, დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოახდენენ ამ განცხადებაზე ადექვატურ რეაგირებას და დეტალურად გამოიკვლევენ თუ რამდენად საფუძვლიანია ეს განცხადება და მიიღებენ შესაბამის ზომებს. მე როგორც კანდიდატი მოველი, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება ადექვატური რეაგირება.

რაც შეეხება დესტაბილიზაციის რაიმე მცდელობას, აქამდეც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ერთადერთი გამოსავალი იმ გაკოტრებული პარტიისთვის, რომელსაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა” არის ის, რომ რაიმე ხერხებით და მეთოდებით მოახერხონ და ზიანი მიაყენონ საარჩევნო კამპანიას და არჩევნების შედეგებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ რომ ეს არ გამოუვათ. ხელისუფლლება იძლევა ამის გარანტიას რომ არჩევნები ჩატარდეს სტაბილურად და საარჩევნო შედეგების გათვალისიწნებით ქვეყანა და ხელისუფლება გააგრძელებს ფუნქციონირებას.

მე, როგორც კანდიდატმა, მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ არანაირი შფოთვის და პანიკის საფუძველს ეს განცხადება არ იძლევა. გარდა იმისა, რომ ამაზე მოხდება ადექვატური რეაგირება ამართალდამცავები ორგანოების მხრიდან. ჩვენ აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებთ დამკვირვებლებს და მოკავშირეეებს აშშ-ში რათა მათაც კიდევ ერთხელ გამოთქვან მათი პოზიცია და გაითვალისიწნონ ის მცდელობები, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ამ არჩევნებში” , – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ისინი არჩევნების შემდეგ, დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდებოდა.

“უკრაინაში , რამდენიმე დღის წინ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია, “თავისუფალი ზონა” სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად” , – აღნიშნული განცხადება “კვირას” პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე “თავისუფალი ზონის” წევრებმა გააკეთეს.

ორგანიზაციის გლდანის რაიონული განყოფილების წევრები “თავისუფალ ზონას” ტოვებენ.

მათი გაცხადებით, საქართველოში შეიქმნა ორგანიზაცია – “საქართველოს ერთგულების სახელით”, რომელსაც უშუალოდ აქვს დავალებული არჩევნების შემდეგ, ხალხის ქუჩაში გაყვანა და დესტაბილიზავიის მოწყობა.

“მიხეილ სააკაშვილს შევთავაზე არჩევნებში ჩვენი რესურსის გამოყენება, ჩვენ ვიყავით “ნაციონალური მოძაობის” მხარდამჭერები 2012 წლიდან, მაგრამ ამ ორგანიზაციამ უკვე პოლიტიკური მნიშვნელობა დაკარგა და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ქაოსის შემოტანას აპირებს, რაშიც ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას” , – განაცხადა “კვირას” პრესკლუბში ბესო კალაძემ “თავისუფალი ზონის” წევრებთან ერთად.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “„თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრები, რომლებმაც ორგანიზაციის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, გამოკითხვაზე დაიბარა.

news
ავტ.: news სექტემბერი 26, 2016 16:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics