არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების გაერთიანების და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ

„ჩვენ ვართ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია და ძალიან კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. საზოგადოების გაერთიანების და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ “,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, პარლამენტში დამოუკიდებლად 8 ოპოზიციური პარტია შევიდა და მათ ახლა, უფრო ძლიერი ბერკეტები და მექანიზმები აქვთ ოპონირებისთვის.​

banner
წინა სტატიაშისომხეთის პრეზიდენტი – ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ პრესიდან გავიგე
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა