არჩილ თალაკვაძე : საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან

მივესალმებით იმ არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს, საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საქართველო უკრაინის დემოკრატიას გულშემატკივრობს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას და ვგულშემატკივრობთ უკრაინის დემოკრატიას. არჩევნები არის დემოკრატიის ნაწილი და დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელი ხალხი, თავის საბოლოო არჩევანს გააკეთებს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მივესალმებით პრეზიდენტობის იმ კანდიდატს და იმ არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს და რა თქმა უნდა, საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან“,- განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიხორავას ქუჩის საქმეში სახეზე იყო სამოხელეო დანაშაული – ომბუდსმენის ანგარიში
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის 5 ნომერში, სადაც უბედურ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დილიდან ყველა სახის სამუშაო შეწყვეტილია