არჩილ თალაკვაძე: რომელიღაც გაზაფხულზე ცვლილებები რა თქმა უნდა იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ საუბრობს, იგეგმება თუ არა გაზაფხულზე სამთავრობო გუნდში ცვლილებები.

„დაიცადეთ, ერთ კვირაში არის გაზაფხული. როდესმე რომელიღაც გაზაფხულზე ცვლილებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ამ გაზაფხულამდე ერთი კვირაა დარჩენილი“ ,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებენ სტაბილურად საქმიანობას.

„ჩვენ ვემზადებით 2020-ის არჩევნებში გამარჯვებისთვის“ ,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: დაელოდეთ გაზაფხულს, მალე მოვა
შემდეგი სტატიაელჩი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ