არჩილ თალაკვაძე – „ფრაქციისთვის ფული დაგვიმატე, თორემ ფლანგვას დაგაბრალებთ”: ეს არის რომან გოცირიძის მარტივი საბრძოლო ტაქტიკა

„ფრაქციისთვის ფული დაგვიმატე, თორემ ფლანგვას დაგაბრალებთ” – ეს არის ბატონი რომან გოცირიძის მარტივი საბრძოლო ტაქტიკა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„არადა: 1. მისი მოთხოვნა ფრაქციებთან დაკავშირებით, რომ დადებითათ გადაწყვეტილიყო, ბიუჯეტს 240 000 ლარით მეტი დაუჯდებოდა წელიწადში; 2. 2 წლის შემდეგ გაუჩნდა “კითხვები” პარლამენტის ბიუჯეტზე; 3. სამივლინებო ხარჯებზე რომ საუბრობს, პარლამენტს ყოველწლიურად სწორედ ოპოზიციის მივლინებები უჯდება 400 000 ლარამდე. ამ ხარჯების არამიზნობრიობას გულისხმობს?! 4. პარლამენტი მუდმივად გადის აუდიტის შემოწმებას. აუდიტის სამსახურის სრული დასკვნა ბოლოს 2018 წელს მომზადდა; 5. ხმა არ ამოუღია, ასობით მილიონი როცა დაიხარჯა პარლამენტის მეორე შენობის ასაშენებლად, მაშინ როდესაც თბილისში, პარლამენტს ჰქონდა თავისი შენობა; 6. ხმა არ ამოუღია, როცა პარლამენტის თბილისის სასახლე შიგნიდან დაშალეს და განადგურდა და არც დაინტერესებულა, რამდენი ზარალი მიიღო ამით სახელმწიფომ. და კიდევ, თამარ ჩუგოშვილს რომ არამიზნობრივ ხარჯვაზე იწვევ კამათში, თავიდანვე წაგებული ხარ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში(ვიდე)აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ქართველებს მემკვიდრეობის უფლებას ჩამოართმევენ
შემდეგი სტატიაგია ბარამიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა