არჩილ თალაკვაძე: პოსტებზე ჩვენი გადანაწილება სრულ თანხვედრაშია ჩვენს მიზნებთან

საპარლამენტო უმრავლესობის მომავალი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნების ახალი გუნდი პარტიის მიზნებთან და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან სრულ შესაბამისობაშია.

“ეს გადანაწილება არის ძალიან ოპტიმალური და ის სრულ თანხვედრაშია ჩვენს მიზნებთან, იმ პრიორიტეტებთან მიმართებაში, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში. ესენია სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, არსებული მძიმე სოციალური კეთილდღეობის ზრდა და ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გათანამედროვება და სხვა,”- განაცხადა თალაკვაძემ საზოგადეობრივი მაუწყებლის ეთერში.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტს კი არჩილ თალაკვაძე დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს
შემდეგი სტატიარუსები ჩერნოგორიაში პრემიერის მოკვლას და გადატრიალებას გეგმავდნენ