არჩილ თალაკვაძე : „პოლიციელობა არის ურთულესი მისია, ძალიან სარისკო და საპასუხისმგებლო სამსახური“


“პოლიციელობა არის ურთულესი მისია, ძალიან სარისკო და საპასუხისმგებლო სამსახური. 30 000-მდე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ყოველდღე გამოდის სახლიდან, მიდის ამ რთულ სამსახურში. სწორედ ამ ადამინებზე არის დამოკიდებული საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მშვიდი და დემოკრატიული განვითარება. რომ წარმოვდგინოთ, ქვეყანაში 1 დღის განმავლობაში არ იყვნენ პოლიციელები, დამიჯერეთ, რომ ძალიან რთულ ვითარებას მივიღებთ, მხოლოდ ეს მაგალითი კმარა იმისთვის წარმოვიდგინოთ, თუ რამხელა მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ პოლიციელები ყოველდღიურად.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით მე პირველ რიგიში მინდა კმაყოფილება გამოვთქვა და ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ შს მინისტრმა რეფორმები დაიწყო ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების გაძლიერებით, მექანიზმების შექმნით და ეს იყო მკაფიო სიგნალი ყველასათვის, ვისაც აქვს ინტერესი და შეკითხვები თუ როგორ მუშაობს პოლიცია, დღეს კი უკვე რა თქმა უნდა რეფორმები გაგრძელდება პოლიციის გაძლიერებით, ტექნიკური გადაიარაღებით, გაგრძელდება ეფექტური მექანიზმების, კანონმდებლობის განვითარების მიმართულებით. ბუნებრივია ამ შემთხვევაში მე დავეთანხმებოდი შს მინისტრის ლოგიკას, რომ მან ჯერ უპასუხა იმ გამოწვევებს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება აყენებდა და მხოლოდ შემდეგ გადავიდა რეფორმების მეორე ეტაპზე , რომელიც პოლიციის გაძლიერებას უკავშირდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯანელიძემ გაერო-ს ჟენევის ოფისის დირექტორს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე ინფორმაცია მიაწოდა
შემდეგი სტატიათბილისის მერი აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დაუცველობისთვის ჯარიმების გამკაცრების ინიციატივით გამოდის