არჩილ თალაკვაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს ულოცავს

არჩილ თალაკვაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს ულოცავს.

“თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ აღსაყდრებიდან 43 წლის იუბილეს!
თქვენი ლოცვა და თანადგომა, მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და საკუთარი ხალხი – გვეხმარება, რომ სირთულეები დავძლიოთ და ჩვენი ისტორია მომავალს დავუკავშიროთ.
თქვენი ღვაწლი გამორჩეულია ეკლესია-მონასტრების აღდგენის, ერის რწმენაში დაბრუნების და სულიერების განმტკიცების საქმეში, რისთვისაც მადლიერი ვართ.
საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ, კვლავაც დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!”-წერს თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა