არჩილ თალაკვაძე : პარტიის ლიდერები, რომლებიც დღეს არიან პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, მომავალშიც იქნებიან მისი წევრები

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებაზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას პარტიის 11 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე წარადგენენ.

„დღეს ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭო იკრიბება, რათა იმსჯელოს პოლიტსაბჭოს განახლებაზე. როგორც იცით, „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 11 მაისს და სწორედ ყრილობაზე იქნება დამტკიცებული „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. განახლება მოხდება და სწორედ დღეს იქნება მსჯელობა იმ კანდიდატურებზე, რომლებიც ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შევლენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი განმარტებით, პარტიის ლიდერები, რომლებიც პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან, მის წევრებად დარჩებიან, თუმცა საბჭოს ახალი წევრებიც ეყოლება.

„ჩვენი პარტიის ლიდერები, რომლებიც დღეს არიან პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, იქნებიან მომავალში მისი წევრები, თუმცა, ასევე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შევლენ ახალი წვერები. სწორედ ამაზე დღეს შედგება მსჯელობა და ყრილობისთვის უკვე ცნობილი გახდება ახალი შემადგენლობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე : ჩვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებები უზრუნველყოფს, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ შეექმნას
შემდეგი სტატია“გადადექი”- პარლამენტში ლგბტ აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად პლაკატები გაშალეს