არჩილ თალაკვაძე: პარტიებს შორის დიალოგის დაწყება პოზიტიურია, რაშიც გვაქვს მეგობრების მხარდაჭერა – ქვეყნის მტრებს სურთ, რომ ჩვენ დავიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია გააერთიანოს საზოგადოება

region
ავტ.: region ნოემბერი 14, 2020 12:52

არჩილ თალაკვაძე: პარტიებს შორის დიალოგის დაწყება პოზიტიურია, რაშიც გვაქვს მეგობრების მხარდაჭერა – ქვეყნის მტრებს სურთ, რომ ჩვენ დავიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია გააერთიანოს საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: პარტიებს შორის დიალოგის დაწყება პოზიტიურია, რაშიც გვაქვს მეგობრების მხარდაჭერა – ქვეყნის მტრებს სურთ, რომ ჩვენ დავიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია გააერთიანოს საზოგადოება

„მიუხედავად კოვიდ19-ის პანდემიისა, ორ მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ თავისი არჩევანი დააფიქსირა და მხარი დაუჭირა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობას და უკეთეს მომავალს, – ჩვენ უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ ,,რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურია, რომ დაიწყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, მსურს, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ვიტყოდი, რომ იყო ძალიან კონსტრუქციული გარემო, ჩვენ შევძელით, მოგვესმინა ერთმანეთისთვის, გაგვეცვალა არგუმენტები, გვეპასუხა კითხვებზე. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მათი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავიწყეთ საუბარი იმაზე, თუ როგორ დავაახლოვოთ ჩვენი პოზიციები. „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და ჩვენი გუნდი არის მოწოდებული, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება, გვქონდეს უფრო ძლიერი სახელმწიფო და გვქონდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ პრიორიტეტს ვანიჭებთ დიალოგის და მოლაპარაკებების გზით საკითხების გადაჭრას.“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი შედეგი, მოკლევადიან პერსპექტივაში, იქნება ისიც, რომ ოპოზიციამ მეორე ტურში მიიღოს მონაწილეობა.

„ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა სარეკლამო მასალების განახლება და მიდის მუშაობა“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გუშინ გამართული პოლიტიკური დიალოგისას განხილული საკითხები პარლამენტის თავმჯდომარემ არ დააკონკრეტა.

„ ჩვენ ყველამ პირობა დავდეთ, რომ შეთანხმებამდე არ გავასაჯაროებთ იმ საკითხებს, რაზეც იყო მსჯელობა. მე ვფიქრობ, არც საზოგადოებას არ სჭირდება დიალოგში ისეთი წარმომადგენლები, რომელთაც პირობის დაცვა არ შეუძლიათ და რომელიც თავის სიტყვას გატეხავს, ამიტომ თავს შევიკავებ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

region
ავტ.: region ნოემბერი 14, 2020 12:52