არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

region
ავტ.: region ოქტომბერი 19, 2020 21:03

არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში იმყოფებოდა, სადაც ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

„დავპირდით საზოგადოებას და ახლა უკვე გურიაში შენდება ინტერნეტის თანამედროვეინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის სწრაფ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობას, დღეს ვიმყოფებით სოფელ ლიხაურში. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ჩამობრძანდა, ჩვენ შევხვდით ადგილობრივ საზოგადოებას, დავათვალიერეთ სამუშაოები, რომელიც დაგეგმილ ვადებში საკმაოდ სწრაფად ხორციელდება, ეს პროექტი გაგრძელდება და ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, რომ ჰქონდეთ სწრაფი წვდომა ინფორმაციაზე და ინფორმირებულებმა დაგეგმონ თავისი მომავალი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

region
ავტ.: region ოქტომბერი 19, 2020 21:03