არჩილ თალაკვაძე: „ოპოზიციას შევიყვანთ“ – ის სიტყვა არ არის, რასაც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში ვიტყოდი

„ოპოზიციას შევიყვანთ“ – ის სიტყვა არ არის, რასაც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში ვიტყოდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„მოლაპარაკება მიმდინარეობს ძალიან ცივილიზებული ფორმით, ელჩების ფასილიტაციით. მოლაპარაკების მაგიდაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, პოზიციები არის დაახლოებული და ალბათობა არის, რომ შეთანხმება შედგეს. თუ ამას ამ ორი დღის განმავლობაში შევძლებთ, რასაკვირველია, პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მუშაობა უკვე პარლამენტში გააგრძელონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

„გარწმუნებთ, რომ დღევანდელი მოლაპარაკება იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ ეს საკითხი შესაძლოა, შეთანხმების საკითხი იყოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიყავით წინააღმდეგი დეტალების გასაჯაროების
შემდეგი სტატიაკობახიძე: პარტიებს მეტ დროს დავუტოვებთ, რომ თუნდაც, მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში