არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება

region
ავტ.: region ნოემბერი 4, 2020 18:29

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენმა პარტნიორმა მათ უთხრა, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და თავისთავად, ანომალიაა, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ მას არ უნდა იყოს ოპოზიცია და როდესაც ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ დემოკრატიული ვერ იქნება არჩევნები, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ არჩევნებში, ეს არის ზუსტად იმის საწინააღმდეგო, რასაც დღეს მათ პარტნიორები ეუბნებიან“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლისკენ, ოპოზიციას, მოუწოდებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებაც.

„ვთქვათ, მათ არ სჯერათ თავისი ოპონენტი პარტიის, „ქართული ოცნების“, მათ ასევე არ სჯერათ დასავლელი პარტნიორების, ლიდერების, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ოპოზიციას, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში, შეასრულონ ოპოზიციის ფუნქცია, მათ აქვთ დღეს მეტი ბერკეტები, აქვთ დაფინანსება და აქვთ შესაძლებლობა, რომ სრულფასოვანი ოპონირება გაუწიონ მმართველ პარტიას. მათ შორის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებაც, რომელსაც ვერანაირად ვერ დასწამებთ, რომ ისინი არიან ჩვენი მოკავშირეები და ჩვენი მხარდამჭერები, დღეს ეუბნება ოპოზიციას, რომ თქვენ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და შეასრულოთ დაკისრებული ფუნქცია“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

region
ავტ.: region ნოემბერი 4, 2020 18:29