არჩილ თალაკვაძე : ნიკა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, რადგან კანონმდებლობა განმარტავს, რომ დროებითი ზომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 23, 2019 12:42

არჩილ თალაკვაძე : ნიკა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, რადგან კანონმდებლობა განმარტავს, რომ დროებითი ზომის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება

„რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს მედია და საზოგადოება, რადგან წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, დროებითი ზომის შესახებ, არ საჩივრდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„შესაბამისად, მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში. გახსოვთ, ადრე, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, როდესაც ეს დროებითი ზომა მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა. შესაბამისად, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც მან თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებსა და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნიკა გვარამიამ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არ არის შესული და გასაჩივრებას ექვემდებარება, საერთო წესით, ძალაში არ შედის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის სამართლის წყაროში“, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, დღესვე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული წერილი გამოაქვეყნა:

„წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე. წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ერთვის წერილიც.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 23, 2019 12:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics