არჩილ თალაკვაძე – მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო და ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში

მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო და ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მამუკა ბახტაძის თანამდებობის დატოვების შესახებ საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბახტაძის საქმიანობიდან გამოყოფდა განათლების, ეკონომიკისა და მწვანე ეკონომიკის სფეროებს.

„მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო პროგრამისა და ჩვენი პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში. მე, ამისთვის მინდა, მას მადლობა გადავუხადო და ის მიმართულებები გამოვყო, რომელიც მის საქმიანობას უკავშირდება, სადაც განსაკუთრებული პროგრესია მიღწეული. ეს არის განათლების სფერო, განათლების დასახვა, როგორც პრიორიტეტის და მისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი დაფინანსების გამოყოფა. მეორე, ეს არის მწვანე ეკონომიკა და მწვანე ეკონომიკის ინიციატივა და მესამე – მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების საკითხს, უკავშირდება ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას იმგვარად, რომ საქართველომ მომავალში თავისი მაკროეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს. ეს გამოიხატოს პარამეტრებში და ასევე საერთაშორისო რეიტინგები უკეთესი მიიღოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა გახდა მამუკა ბახტაძის თანამდებობის დატოვების მიზეზი, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ საკითხი თავად მამუკა ბახტაძემ განმარტა.

„ვფიქრობ თვითონ ამომწურავად განმარტა დღეს მედიასთან შეხვედრის დროს, თუ რა არის მისი ხედვა. ეს მისი გადაწყვეტილებაა. მის გადაწყვეტილებას ბუნებრივია ყველაზე უკეთ თავად განმარტავს და მან დღეს ეს გააკეთა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიბახტაძე: ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება, აქ სასწაულები არ ხდება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – 20 ივნისი ღამე არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება