საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ეკა ბესელიას მხარდაჭერა გამოუცხადა და მის მიმართ უკანონო ქმედების განხორციელეაზე მართლმსაჯულების სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინს გაუსვა ხაზი.
„მადლობას ვუხდი შსს-სა და ჩვენს სამართალდამცველებს, რომლებმაც ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინეს, გამოავლინეს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მასობრივად ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, არამედ ის ადამიანიც, ვინც იუთუბზე ატვირთა. ველოდებით, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდება და ვინც დანაშაული ჩაიდინა, მიეცემა პასუხისგებაში. სწორედ ეს არის გარანტია, რომ მომავალში ამგვარი საკითხებითა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში ვინმეზე ზემოქმედების მცდელობა და მანიპულირება.’’ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.