არჩილ თალაკვაძე ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

„ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ლატვიის საპარლამენტო დელეგაციასთან. ვისაუბრეთ საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე, დეოკუპაციაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მოგეხსენებათ, რომ რიგაში იმართება ნატოს მინისტერიალი და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოების შემდგომი მხარდაჭერა რომელიც წევრობის სტატუსისთვის მუშაობენ – მათ შორის არის საქართველო. შეხვედრაზე განვიხილეთ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებიც“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.

„მადლიერი ვართ ასეთი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, ვინაიდან ჩვენი ევროპელი მეგობრების თითოეული ვიზიტი საქართველოში არის პოზიტიური სიგნალი ყველასთვის, ვისაც საქართველოს ევროპული მომავლის სჯერა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – მგონია, ირაკლი კობახიძეს განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, 1933-1945 წლებში
შემდეგი სტატიაშექმნეს მახინჯი სურათი სასამართლოს შენობასთან – კობახიძე ნიკა მელიასა და გიგი უგულავაზე