არჩილ თალაკვაძე – კულტურის მინისტრის კანდიდატურაზე გუნდში წინაწარი გადაწყვეტილება შემუშავებულია

ჩვენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს პირობა მივეცით, რომ კულტურის სფეროს ექნებოდა ცალკე მმართველობითი რგოლი და ამ სფეროში ცალკე ხელმძღვანელობას გამოვყოფდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კულტურის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა და გუნდში წინასწარი გადაწყვეტილებაც შემუშავებულია, თუმცა როგორც თალაკვაძე ამბობს, დასახელების უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს.

„ვინაიდან გამოიკვეთა, რომ სამინისტრო, რომელშიც შედიოდა კულტურის სფერო დიდი სამინისტრო გახლდათ. კულტურის სფეროს მუშაკები ჩვენ ხსირად გვეუბნებოდნენ, რომ ამ სფეროსი მეტი ყურადღება და ლიდერული ინიციატივაა საჭირო. სწორედ ეს პირობა მივეცით, ამ პირობას ვასრულებთ და ვაკეთებთ ზუსტად იმას, რომ კულტურის სამინისტრო განათლების და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოფა. მას ცალკე ადგილი ექნება საქართველოს მთავრობაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ კონსულტაციები კანდიდატურასთან დაკავშირებით გვქონდა. ამაზე წინაწარი გადაწყვეტილება გუნდში შემუშავებულია. თუ ვინ იქნება ახალი სამინისტროს ხელმძღვანელი, ამის დასახელების პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს აქვს. შესაბამისად, თავს უფლებას არ მივცემ, რომ მას დავასწრო და გავახმოვანო, თუ ვინ იქნება მინისტრი. მინისტრი იქნება ღირსეული, ძლიერი და გამოცდილი ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც დღეს კულტურის სფეროში არაებობს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიარ არსებობს პარლამენტი, არ არსებობს სასამართლო – ეს უნდა გვახსოვდეს ყველას
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილმა სტუდენტური პარლამენტის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გამართვა