არჩილ თალაკვაძე – ილია ჯიშკარიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებას სჭირდება დადასტურება, ამის შემდეგ შეგვიძლია, კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2019 14:08

არჩილ თალაკვაძე – ილია ჯიშკარიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებას სჭირდება დადასტურება, ამის შემდეგ შეგვიძლია, კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ

ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება და ამის შემდეგ შეგვიძლია, კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარისას აღნიშნა.

თალაკვაძის თქმით, ნებისმიერი ასეთი ბრალდება განსაკუთრებული ობიექტურობით იქნება შესწავლილი.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ბრალდება, რადგან ის არის სახელისუფლებო გუნდის წევრი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით და ობიექტურობით უნდა გამოვიძიოთ ეს შემთხვევა. უნდა დაეთმოს სათანადო ყურადღება იმ წუხილებს და საჩივრებს, რომელსაც ის ქალი ახმოვანებს საჯაროდ. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ გამოძიების მიერ ეს საკითხი განსაკუთრებული ობიექტურობით იქნება შესწავლილი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ მივიღებთ. ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება და ამის შემდეგ შეგვიძლია, კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ.

ჩვენთვის მიუღებელია დისკრიმინაცია და ძალადობა ქალთა მიმართ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ვმუშაობთ, რომ საზოგადოებაში ქალთა მიმართ შემცირდეს ძალადობა, დისკრიმინაცია და მოხდეს მათი უფრო მეტი ხელშეწყობა, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება სახელისუფლებო, ანუ ჩვენი გუნდის წევრს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

region
ავტ.: region ოქტომბერი 7, 2019 14:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,731
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics