არჩილ თალაკვაძე – განმუხურის საარჩევნო უბანზე გავიმარჯვეთ

”ქართული ოცნების” ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, განმუხურის საარჩევნო უბანზე ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ორმაგი უპირატესობით გაიმარჯვა.
“საარჩევნო უბანზე ჯერ ოქმი შედგენილი არ არის, თუმცა ხმის დათვლის პროცედურის პირველი ციკლი უკვე დასრულდა.შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტურის განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ორმაგი უპირატესობით მოვიგეთ”, – განაცხადა თალაკვაძემ, რომელიც განმუხურში იმყოფება და ხმის დათვლის პროცესს თვალს ადევნებს.

banner
წინა სტატიაშიგანმუხურის 38-ე უბანზე ქართული ოცნების კანდიდატმა გაიმარჯვა
შემდეგი სტატიაჯიხაშკარის 79-ე უბანზე ,,ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა