არჩილ თალაკვაძე-გაერთიანებულმა ოპოზიციამ მათი მხარდამჭერების სიები თავად გააყალბა

გაერთიანებული ოპოზიცია არის დაკავებული სტარტეგიული წაყრუებით, მათ მიერ ცესკოში მიტანილ სიებში არის გაყალბებული ხელმოწერები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ხელმომწერთა სიებზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამ ფაქტზე სერიოზული რეაგირება არის საჭირო.

„ორი დღეა ვხედავთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის დაკავებული სტრატეგიული წაყრუებით, რეალურად, ცესკოში მათ მიერ მიტანილ სიებში არის გაყალბებული ხელმოწერები, რაც არის სერიოზული დარღვევა, ამაზე დაწყებულია გამოძიება. ცესკომაც გააკეთა განცხადება და მათ მოუწევთ განმარტების გაკეთება. უნდა უპასუხონ მთელ საზოგადოებას, რატომ ვერ მოახერხეს 30 000 ხელმოწერის შეგროვება; რას ნიშნავს, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ არის მთავარი ოპოზიციური ძალა, ხელმოწერების მინიმალურ რაოდენობაშიც კი გაყალბებით და ასეთი მაქინაციებით აგროვებს?! ვფიქრობ, ამაზე სერიოზული რეაგირებაა საჭირო და ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ახსნა-განმარტებას. თავის მართლება არ უშველით და გასცენ კითხვას პასუხი, რატომ გააყალბეს სიები? თუ ისინი 30 000 ხელმოწერის შეგროვებას ვერ ახერხებენ, როგორ აპირებენ არჩევნებში გამარჯვებას, როგორც ამას ამბობენ? ასევე მინდა საზოგადოებას შევახსენო, ერთი წლის წინ გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში იყო მერობის კანდიდატი და გიორგი ჭიღვარიამ მოუგო არჩევნები. დღეს რისი იმედი აქვს, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატთან არის კონკურენციაში, გაუგებარია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილემ ბენზინი გადაისხა- ხორბლის გადამზიდავების პროტესტი
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ უწყებათაშორის კომისიას ტოვებს