არჩილ თალაკვაძე – „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონკურენტული არჩევნებისა და გამარჯვებისთვის მზად ვართ

ჩვენ ორივე პარტიასთან, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად და გამარჯვებისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ორ პარტიას შორის კონფლიქტში „ქართული ოცნება“ შუამავლი ვერ იქნება.

„თუ კანდიდატებთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს” ერთმანეთთან შეუთანხმებლობა და კონფლიქტი აქვთ, შუამავლის როლში „ქართული ოცნება“ ნამდვილად არ გამოადგებათ. ჩვენ ორივე პოლიტიკურ პარტიასთან კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად და გამარჯვებისთვის მზად ვართ. ასე რომ, მათ არჩევნების დღეს ველოდებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დაარღვია. ბობოხიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არანაირი შეთანხმება არ დარღვეულა.

banner
წინა სტატიაში,,მათ საერთოდ თითი არ დაუკარებიათ არაფერზე კეთილი ინებონ, ხალხს მაინც ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას”-კახა კალაძე
შემდეგი სტატიაშსს-ში აცხადებენ, რომ მეტროში მოქალაქეთა შემოწმება კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება