არჩილ თალაკვაძე – ევროპელი კოლეგების პირდაპირი გზავნილი იყო, ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ფორმატებში, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქმიან და არა ქუჩის, დესტაბილიზაციის პოლიტიკას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპელი კოლეგების გზავნილი იყო, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ შექმნას სათანადო ფორმატები რეკომენდაციებზე მუშაობასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ, პირდაპირი გზავნილი იყო ოპოზიციის მიმართ, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ფორმატებში.

თალაკვაძის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ამასთან, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქმიან პოლიტიკას და არა ქუჩის, დესტაბილიზაციის პოლიტიკას.

„ევროპული დელეგაცია განაგრძობს შეხვედრებს თბილისში. ეს ვიზიტი თავისთავად მიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან და ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის ის, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლებამ შექმნას სათანადო ფორმატები, და ჩვენ გვაქვს უკვე შექმნილი სამუშაო ჯგუფი და პროცესი, პირდაპირი გზავნილი იყო ოპოზიციის მიმართ, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, უნდა ჩაერთოს ფორმატებში.

ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო პოლიტიკას, მხარს უჭერს საქმიან პოლიტიკას და არა ქუჩის და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, სამწუხაროდ, გახლავთ რადიკალური ოპოზიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან ერთად, ჩვენ წარმატებით შევასრულებთ ყველა იმ პირობას, რომელზე სამუშაო პროცესიც უკვე დაგეგმილია. ირაკლი კობახიძემ გეგმა წარადგინა უმრავლესობის სახელით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიცას, ჩაერთონ პროცესში, ვინაიდან თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა აზიანებს პირველ რიგში მათ და ასევე საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია პრაისზე: უახლეს ისტორიაში ამასთან შედარებადი არცერთი ეპიზოდი არ ყოფილა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – აშშ-ის ხელისუფლებაზე, მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა თავდასხმა, თავდასხმები თუ ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან