არჩილ თალაკვაძე – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ქვეყნის უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს

region
: region იანვარი 25, 2019 19:30

არჩილ თალაკვაძე – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ქვეყნის უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, სადაც საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია, პირდაპირ დასახელებულია საქართველოში გატარებული რეფორმები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ დამსახურებული შეფასება მიიღო.

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს აქვს წინსვლა თავის პოზიციებში, ასევე განმარტებულია, თუ რატომ აქვს წინსვლა და პირდაპირ არის დასახელებული რეფორმები, რომელიც გაატარა მთავრობამ, საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც გაატარა პარლამენტმა. ვფიქრობ, ეს არის დამსახურებული შეფასება“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, აღნიშნული ინდექსი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის.

„ეს არის ინდექსი, რომლითაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინვესტორები და ბიზნესები ინტერესდებიან. აღნიშნული კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს საქართველოს პოზიციების უკეთ წარმოჩენას მსოფლიოში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია ერთი ადგილით გაიუმჯობესა და ამ შედეგით ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი, 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.

region
: region იანვარი 25, 2019 19:30

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,820
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics