არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი თემა ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც ეუთო/ოდირი-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ, შეფასდა, როგორც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარებული და კონკურენტული არჩევნები.

მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მიუხედავად კოვიდ19-ის პანდემიისა, მოქალაქეთა აქტივობა არჩევნებში მაღალი იყო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა არაერთი პოზიტიური სიახლე უზრუნველყო, როგორიცაა პროპორციული მანდატების თანაფარდობის გაზრდა, მრავალპარტიულობა და ქალთა გაზრდილი წარმომადგენლობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში.

არჩილ თალაკვაძემ მარკ კლეიტონს სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი: კოვიდზე საშიში ჩვენი ქვეყნისთვის ივანიშვილია, რომელიც პირდაპირ პუტინთან მიგვათრევს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე: მსოფლიოში კორონავირუსით მილიონ ორასი ათასი ადამიანია გარდაცვლილი და ხალხის დიდ ნაწილს კოვიდის არსებობის ჯერ კიდევ არ სჯერა