არჩილ თალაკვაძე : დღევანდელი შეხვედრის მიზანი პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და ყრილობისთვის მზადებაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ დღეს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის, რომელიც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის ოფისში შეხვედრა გაიმართება, სადაც პარტიის წინაშე არსებულ ამოცანებს და პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებულ საკითხებს განიხილავენ, რომელიც პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„პარტიის ყრილობისთვის უნდა მოვემზადოთ, რაც პარტიის ეფექტიანობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. ამ შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და მზადება ყრილობისთვის”, – აცხადებს თალაკვაძე.

რაც შეეხება უმრავლესობის სხდომის გაფართოებულ ფორმატში ჩატარებას, როგორც თალაკვაძე აცხადებს, შიდა პარტიული კონსულტაციები დაწყებულია.

„არაერთი შეხვედრა გაიმართა და უახლოეს პერიოდში ეს საკითხები ამოიწურება. უმრავლესობის ფართო შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში იყო გადაჭარბებული მოლოდინი შექმნილი, თითქოს, ეს ერთი შეხვედრა მიეძღვნება იმ საკითხების გადაჭრას, რაც პარტიაში შიგნით არსებობს. ეს ასე არ არის, უმრავლესობის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება“, – დასძინა თალაკვაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიეს ადამიანი არის წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლი – დავით ჯანდიერი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, დაესწრებიან თუ არა “ქართულ ოცნებაში” დღევანდელ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი