არჩილ თალაკვაძე – ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყველამ ვატაროთ პირბადე, გავუფრთხილდეთ საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას

„ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყველამ ვატაროთ პირბადე, დავიცვათ საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობა! ახლა, როცა მკაცრი შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქება ხდება, ამას განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს. ვიდრე გლობალურად ვაქცინაციის პროცესი დასრულდება, პირბადე გახლავთ კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე ხელმისაწვდომი და საიმედო საშუალება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ჯანდაცვის პროფესიონალებს და კოვიდ 19-თან ბრძოლაში ჩართულ ყველა სამსახურს მადლობა გადაუხადა და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ. მისივე თქმით, სწორედ პირბადეების ტარებამ და ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული წესების დაცვამ გახადა შესაძლებელი პარლამენტის შეუფერხებელი მუშაობაც.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ვისმენთ ცრუ ბრალდებებს ტელევიზიებიდან, თითქოს მერია ადამიანებს არ ეხმარება
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებიან