არჩილ თალაკვაძე – ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცალსახაა – აგრესია რუსეთის მხრიდან განხორციელდა

ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით არის ცალსახა – რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა აგრესია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს მიმართავს, რომ მათი მამები გმირები არიან.

„ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით არის ცალსახა – რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა აგრესია, საქართველოს ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია და რუსი ჯარისკაცები აქ უკანონოდ იმყოფებიან. მინდა ვუთხრა ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს – თქვენი მამები იცავდნენ სამშობლოს. ისინი გმირები არიან“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური პარტიების ფულადი შემოწირულობების 99 პროცენტი „ევროპულ საქართველოზე“ მოდის
შემდეგი სტატიაქუთაისის საქალაქო სასამართლოში “საქნახშირის” თანამშრომლების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს