არჩილ თალაკვაძე : ჩვენი კოლეგის განცხადება თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია

ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობა წარმატებულად ფასდება.

“თეა წულუკიანის უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგურამ შარაძის მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმრო დატოვა
შემდეგი სტატიაჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი საბავშო ბაღი ექნება