არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა რომ ძალადობის ესკალაცია ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს.
,,ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას და მე მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ძალადობა არ არის ის ტექნოლოგიები, ნაციონალურ მოძრაობისგან განსხვავებით, რომელსაც თქვენც წარმოადგენდით წარსულში, რომლითაც ჩვენ არჩევნებში საერთოდ რაიმე შედეგს ვიღებთ. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას და გამოძიება ამ ფაქტზე დაწყებულია და ასევე, ყველამ ნახეთ ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ძალადობის ესკალაცია, ამ ორ სიტყვასაც ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ სხვა ფაქტზე იყო ეს შეფასებები გაკეთებული წინა დღეებში, ძალადობის ესკალაცია სწორედ ვაშაძის მხარდამჭერებმა მოახდინეს, როდესაც დემონტსრაციულად ჩამოხიეს საარჩევნო პლაკატები და სავარაუდოდ, მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის რაც ჯერ-ჯერობით იკვეთება. ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ გამოიძიონ ეს ფაქტი, რა თქმა უნდა დამაჯერებლად და ადექვატური, პრინციპული რეაგირება მოხდეს მათ შორის ამ გარემოებაზეც, იმიტომ რომ ეს იყო როგორც გითხარით ძალადობის ესკალაციის წინაპირობა.’’- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გორში მომხდარ ტრაგედიასაც გამოეხმაურა .
„მინდა გამოვეხმაურო გორში მომხდარ დანაშაულს და მძიმე ტრაგედიას, მივუსამძიმრო ოჯახს ეს არის უმძიმესი დანაკარგი და ასევე აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ მართლაც ეფექტურად იმუშავეს და პრაქტიკულად ცხელ კვალზე გახსნეს ეს საქმე. მე დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ნახავს თუ როგორია სახელმწიფოს რეაქცია დანაშაულის და დამნაშავეების მიმართ“.- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ .

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე არჩევნების მეორე ტურს განიხილავენ
შემდეგი სტატიარატომ ემუქრება ჟინვალჰესს გაჩერება?! – კლდოვანი სამოთხე შველას ითხოვს