არჩილ თალაკვაძე : ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა

ჩვენი ქვეყნის მთავარი მიღწევა არის, რომ ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის ექსპერტების მონაწილეობით, არჩევნების საკითხზე გამართულ ონლაინშეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო რეფორმები დასრულებულია, მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, სადაც უსაფრთოებაც იქნება დაცული.

“ჩვენ ვნახეთ, რომ მთავარი პარტნიორი აშშ, ასევე ევროკავშირი მიესალმა საკანონმდებლობო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კოდექსს, ისევე როგორც მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც ჩვენ მივიღეთ საარჩევნო სისტემის შეცვლის თვალსაზრისით და ქვეყანა პრაქტიკულად, გადავიდა არსებითად პროპორციულ სისტემაზე. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთავარი მიღწევა არის, რომ ჩვენ გავატარეთ ისეთი რეფორმები, რომელიც წარსულში, სამწუხაროდ, ვერც ერთმა სხვა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა. შემიძლია ჩამოგითვალოთ კონკრეტული მაგალითები, რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში იყო სასურველი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა ხელისუფლებებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. ეს არის მაგალითად, რა თქმა უნდა, არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, პარტიების დაფინანსების ახალ, სამართლიან სისტემაზე გადასვლაც, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა არჩევნებში და პოლიტიკაში.

რაც შეეხება თავად პროცესს, გადავდგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. საქართველო აძლიერებს საკუთარ დემოკრატიას და რასაკვირველია, მომავალშიც განვაგრძობთ დემოკრატიის გაძლიერების კუთხით ნაბიჯების გადადგმას, იქნება ეს საკანონმდებლო რეფორმები, თუ ინსტიტუციონალური. ამ მომენტში, როდესაც საკანონმდებლო რეფორმები დასრულებულია, მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, სადაც უსაფრთოებაც იქნება დაცული”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიიდან საქართველოში დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება – პროკურატურა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : კარანტინი, სახლში დარჩენის სტრატეგია დროულად განვახორციელეთ, ეს გახდა იმ წარმატების საწინდარი, რომლითაც საქართველოს შეუძლია იამაყოს