არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება

„სიმართლე არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა პრაქტიკულად ყველაფერი, რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა, დროის, რესურსების და კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და ქვეყნის დემოკრატია გაძლიერებულიყო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 

„ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ქვეყნის დესტაბილიზაციის მომხრე მარტივი არგუმენტებიდან გამომდინარე. მისი პრემიერ-მინისტრობის, მისი პარტიის თავმჯდომარეობის და მისი ლიდერობის პირობებში, მისმა გუნდმა – ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა – გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა გამხდარიყო უფრო სტაბილური“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე : სოფელ ყარაჯალაში დადასტურებული კორონავირუსის წყაროს დადგენაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარიას კომენტარი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე