არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაღიევს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაღიევს შეხვდა.

შეხვედრაზე აზერბაიჯანის დელეგაციამ საკუთარი ქვეყნის სახელით სქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით ქართული მხარე ამ ურთიერთობებს ძალიან აფასებს.

„ვისაუბრეთ დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რაც ორ ქვყანას შორის ურთიერთობებში წლების და ათწლეულების განმავლობაში არსებობს. ეს, პირველ რიგში, არის რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფა. საქართველომ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა და მომავალშიც შეიტანს რეგიონის უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში. ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, პოლიტიკურ ურთიერთობებზე პარლამენტებს შორის, ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი რეგიონში საქართველოსთვის ერთ-ერთ ძლიერ მოკავშირედ რჩება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები: ლევან იოსელიანი, ირაკლი კოვზანაძე, სავალან მირზოევი, ელისო ბოლქვაძე, ქეთევან დუმბაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – ფაშინიანი
შემდეგი სტატიარუსეთი საკუთარი ეკონომიკის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 2.5 ტრილიონ რუბლს გამოყოფს